საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებუ ზესტაფონის „ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვის ჩემპიონ, კიშინიოვის „დაჩიას" შეხვდება. მატჩი ზესტაფონში, დათო აბაშიძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება. მატჩს თურქი მსაჯების ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი ჰალიზ იოზქაია იქნება,
„ზესტაფონის" განაცხადი ასეთია: 2. თეიმურაზ ღონღაძე, 4. გიორგი ონიანი, 5. მამუკა კობახიძე, 7. ალექსი ბენაშვილი, 8. მურთაზ დაუშვილი, 9. ნიკოლოზ გელაშვილი, 10. ირაკლი ძარია, 11. ჯაბა დვალი, 12. ზურაბ მამალაძე, 13. შოთა გრიგალაშვილი, 16. გიორგი ხიდეშელი, 17. თორნიკე გორგიაშვილი, 20. ზაალ ელიავა, 21. მიხეილ სარდალიშვილი, 22. გიორგი ჭანკოტაძე, 27. შოთა ბაბუნაშვილი, 30. მალხაზ გაგოშიძე, 37. რატი წინამძღვრიშვილი, 55. თორნიკე აფციაური, 77. როსტომ გეწაძე, 89. როინ კვასხვაძე, 90. კახაბერ მეშველი
განმეორებითი შეხვედრა 20 ივლისს, მოლდოვაში გაიმართება.