თბილისის სააპელაციო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას საქმეზე გადაწყვეტილებას გამოცხადება გადაიდო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცოტნე გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა, დღეს იგეგმებოდა მხარეთა კამათი.
დღესვე უნდა გაკეთდებულიყო განცხადება, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების სასტიკი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კონკრეტული - აქამდე გაუხმაურებელი ფაქტების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდიას 13 წლიანი თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გამსახურდიას ადვიკატი პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაბათილებას ითხოვს.