დღეს, 13:00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლო ცოტნე გამსახურდიას საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცოტნე გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა, დღეს იგეგმება ასევე მხარეთა კამათი.
"დღესვე გაკეთდება განცხადება, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების სასტიკი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კონკრეტული - აქამდე გაუხმაურებელი ფაქტების შესახებ", - განაცხადა ბექაურმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდიას 13 წლიანი თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გამსახურდიას ადვიკატი პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაბათილებას ითხოვს.