თბილისის საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე მტკვარმა ჩვილის ცხედარი გამორიყა. მამრობითი სქესის ჩვილი, სავარაუდოდ, 2-3 დღის გადაგდებულია მდინარეში, ვინაიდან გვამს გახრწნა დაწყებული არ აქვს.
ცხედარი მიმდებარე ტერიტორიაზე მეთევზემ შენიშნა და საპატრულო პოლიციას შეატყობინა. საპატრულო პოლიცია და ისანი-სამგორის რაიონის პოლიცია ადგილზეა მობილიზებული.
ექსპერტიზისთვის ცხედარს პროზექტურაში გადაასვენებენ.