ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს წარსულში ნასამართლევი, 1987 წელს დავადებული გიორგი ელიაშვილი, რომელსაც ბრალად ედება დევიკო ჯაიანის მკვლელობა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წლის 3 ივლისს, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის, კერძოდ დანის გამოყენებით, გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა დევიკო ჯაიანს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია 1989 წელს დაბადებული ალექსანდრე ლუტიძე.
ორივე დაკავებული აღიარებს მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108 და 376-ე მუხლებით.