თელავის სამხედრო ნაწილის, ავიაციის პოლკის, ავიაციის სკოლისა და სახმელეთო პოლკის 200-მდე ყოფილი თანამშრომელი თავდაცვის სამინისტროსგან 1999 - 2000 წლების სახელფასო, სანივთე და კვების დავალიანების გადახდას ითხოვს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს `ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის~ თელავის რაიონული ორგანიზაციიდან აცნობეს, სამხედრო ნაწილის ყოფილი თანამშრომლები თავდაცვის სამინისტროსგან კუთვნილი ხელფასების გადახდას 9 წელია უშედეგოდ ითხოვენ.
`ბევრი მათგანის ოჯახი შიმშილის ზღვარზეა. ყოფილი სამხედროების თქმით, თავდაცვის სამინისტრომ
საქართველოს სხვა სამხედრო ნაწილებს დავალიანება უკვე გაუსტუმრა. ამ ადამიანებს კი მხოლოდ დაპირებებს აძლევენ, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენ მივმართავთ თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს პრეზიდენტს, რომ სათანადოდ დააფასონ ამ ადამიანების დამსახურება ქვეყნისა და ერის წინაშე და დროულად დაფარონ ის დავალიანება, რომელიც სახელმწიფოს მათ წინაშე აქვს~, - განაცხადა ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნიკა ლაშხმა.
ამ საკითხზე თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში კომენტარი არ გააკეთეს.