თელავში სამი დღის წინ მომხდარი მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცავებმა გია კირვალიძის მკვლელობაში ბრალდებული მისივე თანასოფლელი 1976 წელს დაბადებული აკაკი დარბაიძე დააკავეს.
48 წლის კირვალიძე პარასკევს, თელავში სატვირთო ავტომობილში ჩაცხრილეს. გასროლილი 20 ტყვიიდან კი მას 7 მოხვდა. გარდაცვლილის ნათესავები მკვლელობას შურისძიებას უკავშირებენ.
შეგახსნებთ, რომ გია კიტვალიძე 10 წლის წინ პოლიციაში მუშაობდა, თუმცა ბოლო რამდენიმე წელი ის დისტრიბუტორი იყო.
ბრალდებულის აყვანასთან დაკავშირებით შს სამინისტრო დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს.