საქართველოს შს სამინისტრომ ირაკლი გედენიძისა და მისი მეუღლის აღიარებითი ჩვენებები გაავრცელა. ასევე გამოქვეყნებულია სხვა და სხვა მტკიცებულებები, მათ შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი სადაც ქურციკიძეს ორივე ფოტოგრაფისაგან მათი საბანკო ანგარიშის ნომერი სურდა, რომლებზეც თანხები უნდა ჩარიცხულიყო.
პირადი ჩხრეკისას ამოღებული მასალიდან ნაპოვნია სამი დოკუმენტი - მათგან ორი საიდუმლო მასალაა. აღიარებით ჩვენებაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე ადასტურებს, რომ წლების განმავლობაში ქურციკიძესთან მართლაც თანამშრომლობდა. ბოლო პერიოდში კი ქურციკიძემ მას ფოტოების გარდა სხვა ინფორმაციაც მოსთხოვა და შანტაჟის მეთოდიც გამოიყენა.
ირაკლი გედენიძის აღიარებითი ჩვენება:
რაც საჯარო სამსახურში მოვედი იგი უფრო სამიახლოვდა, ჩემთან კონტაქტები გაახშირა და შემომთავაზა ფოტოების მიწოდება. პრეზიდენტის ღონისძიებებისა და სტუმრების სტუმრობისას გადაღებული ფოტოების. შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების სანაცვლოდ. რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ მან უკვე მოითხოვა ამ მიწოდებული ღონისძიბეებისა და გადაღებულ ფოტოებზე კომენტარის, მინაწერების გაკეთება. შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. ამის შემდეგ უკვე გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ზურამ მოითხოვა სხვა ინფორმაციების მიწოდება, რომელიც უკვე აღარ შეეხებოდა ჩემს პროფესიულ მოვალეობას, ანუ ფოტოგადაღებებს, უკვე მივხვდი, რომ ეს იყო სპეცსამსახურებთან კავშირში და კიდევ უფრო გამიმძაფრდა ეს გრძნობა, ვიცოდი, რომ ამ ფოტოებს იგი აგზავნიდა მოსკოვში ფოტოსააგენტოში. მე ვუთხარი ამაზე უარი, რომ ამ ინფორმაციას არ მივაწვდიდი, ეს არ იყო ჩემი მოვალეობა, მაგრამ მან ფოტოებზე გადახდილ თანხებზე მოწერილი ხელი შემახსენა და მითხრა, რომ ამ ინფორმაციას და ხელმოწერას გამოიყენებდა ჩემს საწინააღმდეგოდ ანუ შანტაჟის ენით გამესაუბრა. რაზედავ უკვე შევშინდი და ურთიერთობა გავაგრძელე. ზურამ მომთხოვა საბანკო ანგარიშები ჩემი რათა თანხები გადმოერიცხათ. მიზეზი ის იყო, რომ ხელზე თანხის გადახდა იქნებოდა შემდგომში შეუძლებელი.
ნათია გედენიძის აღიარებითი ჩვენება:
ჩემი მეუღლე ირაკლი გედენიძე მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში ფოტოგრაფად და იღებდა ფოტოებს პრეზიდენტისა და მაღალი რანგის სტუმრების შეხვედრების. ამ ფოტოებს აწვდიდა თავის ძველ მეგობარს ზურაბ ქურციკიძეს, რომელიც ამაში უხდიდა თანხას. ზურაბმა მას თხოვა დამატებითი ინფორმაციის მიწოდება. ბოლო პერიოდში ასევე ზურამ მოსთხოვა საბანკო ანგარიშის გახსნა, რომ მათი ანაზღაურება არ მომხდარიყო ხელიდან -ხელში.