დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო ირაკლი გედენიძისთვის, ზურაბ ქურციკიძისა და გიორგი აბდალაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.
დაკავებულებს ბრალი წუხელ წაეყენათ. ფოტოროეპორტიორებს ბრალი ედებად სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე - ჯაშუშობის მუხლით.
შეგახსენებთ, რომ დაკავებულებს ბრალი ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისათვის ინფორმაციის მიწოდებაში ედებათ.
ფოტოკორესპოდენტები - ზურაბ ქურციკიძე, გია აბდალაძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები ჯაშუშობის ბრალდებით კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. საქმის განსაკუთრებით გასაიდუმლოების გამო ამ დრომდე უცნობია ბრალდების კონკრეტული მტკიცებულებები.
წუხელ სამართალდამცავებმა ნათია გედენიძე გაათავისუფლეს.
სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის I ნაწილი 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს.