წუხელ 03:00 საათისთვის კანონით დადგენილი ვადის ფარგლებში სამართალდამცავებმა ფოტორეპორტიორებს - ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძეს და გიორგი აბდალაძეს, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე - ჯაშუშობის მუხლით წაუყენეს.
გამოძიებამ გაათავისუფლა პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის ირაკლი გედენიძის მეუღლე, ნათია გედენიძე.
დაკავებულების ადვოკატების განცხადებით ირაკლი გედენიძე, ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე ბრალს არ აღიარებენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ადვოკატმა რამაზ ჩინჩილაძემ განუცხადა გიორგი აბდალაძე კვლავ აგრძელებს შიმშილობას და მისი ჯამრთელობის მდგომარეონბა წინა დღეებთან შედარებით უფრო დამძიმებულია.