მოდულის შენობაში დაკავებული ფოტორეპორტიორების დაკითხვა იწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის ინფორმაციის მიწოდებაში ედებათ. ფოტოკორესპოდენტები - ზურაბ ქურციკიძე, გია აბდალაძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები -7 ივლისს, გამთენიისას, საკუთარ სახლებში აიყვანეს ბინები კი გაჩხრიკეს. ისინი ჯაშუშობის ბრალდებით კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. საქმის განსაკუთრებით გასაიდუმლოების გამო ამ დრომდე უცნობია ბრალდების კონკრეტული მტკიცებულებები.