მურმანსკის დასახლებაში მდებარე მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი რაულ გეგეჭკორი გარდაიცვალა. გეგეჭკორი 48 წლის იყო.
წინასწარი ინფორმაციით, "კრიმინალური გენერლის" გარდაცვალების მიზეზად გულის მწვავე უკმარისობა სახელდება. ადრე არაერთგზის ნასამართლევი გეგეჭკორი ბოლოს 2009 წელს გაასამართლეს და ვორონეჟის რაიონულმა სასამართლომ მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გარდაცვლილი რაულ გეგეჭკორი, მეორე ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის, როლანდ გეგეჭკორის ძმაა, რომელიც ახლახან სოჭში გამართულ ქურდულ შეკრებაში მონაწილეობდა.