სამართალდამცავებმა ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქეები ნაზიმ სოინოვი და თაჰირ გურბანოვი დააკავეს. სასაზღვრო პოლიციის ცნობით, მათ „ფოლკსვაგენ გოლფი"-ს მარკის მანქანით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს ეკონომიკური საზღვარი და გადმოიტანეს ორვალენტიანი ვერცხლისწყლის მომწამლავი და შხამიანი ნივთიერება.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის V ნაწილის „დ" ქვეპუნქტით. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველო აწარმოებს.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს რვიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.