თბილისში, ბაქრაძის ქუჩაზე ცივი იარაღით მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილი ამ ქუჩაზე მეწაღედ მუშაობდა. მამაკაცი ამჟამად თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ დაჭრილმა რამაზ მოსაშვილმა დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა. პირველადი ინფორმაციით მას თავს რამდენიმე პიროვნება დაესხა.