თაღლითობის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლება ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ადვოკატი თამილა ქუთათელაძე, იასონ სეხნიაშვილი და მურად ცინცაძე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ჯგუფის წევრები დაუკავშირდნენ თბილისში მცხოვრებ ლელა და ივანე ქუცნიაშვილებს, რომელთა არსარულწლოვანი შვილი - შალვა ქუცნიაშვილი ყაჩაღობის ბრალდებით ორი წლის წინ დააკავეს და დღემდე პატიმრობაში იმყოფება. ადვოკატმა თ. ქუთათელაძემ, ი. სეხნიაშვილმა და მ. ცინცაძემ ქუცნიაშვილები დაარწმუნეს, რომ 20 000 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებთან პირადი ნაცნობობისა და მათთვის ქრთამის გადაცემის სანაცვლოდ შეძლებდნენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას და გარკვეული გირაოს გადახდის შემდეგ შალვა ქუცნიაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდებოდა.
ლელა და ივანე ქუცნიაშვილებმა თამილა ქუთათელაძესა და მურად ცინცაძეს იასონ სეხნიაშვილის შუამავლობით თავდაპირველად 16500 აშშ დოლარი, ხოლო მოგვიანებით - დარჩენილი 3500 აშშ დოლარი გადასცეს.
როგორც ძიებით დადგინდა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ბრალდებულ შალვა ქუცნიაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოყვანისათვის არაფერი მოუმოქმედებიათ და მისი მშობლებისაგან თაღლითურად გამორთმეული თანხა პირადი მიზნებისათვის გამოიყენეს.
აღნიშნულის გარდა, სამართლადამცველები ხსენებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის სხვა ფაქტებსაც იძიებენ.
წინასწარი გამოძიება მიმიდნარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც ითვალისიწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.