დაკავებული ფოტორეპორტიორებიდან ერთ-ერთის ზურაბ ქურციკიძის ინტერესებს საადვოკატო ბიურო „სვანიძენ და პარტნიორები", კერძოდ კი ადვოკატი ნინო არჩვაძე დაიცავს. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს" თავადა არჩვაძემ განუცხადა. მისი თქმით, საქმე რამდენიმე წუთის წინ გადაიბარეს და მისი დაცვის ქვეშ მყოფი პიროვნებისა და მას შორის შეხვედრა ჯერ არ შემდგარა.
გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ქურციკიძეს, გია აბდალაძეს, ირაკლი და ნათია გედენიძეების ბრალი ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისათვის ინფორმაციის მიწოდებაში ედებათ.
ფოტოკორესპოდენტები გუშინ გამთენიისას საკუთარ სახლებში აიყვანეს. ისინი ჯაშუშობის ბრალდებით კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. საქმის განსაკუთრებით გასაიდუმლოების გამო ამ დრომდე უცნობია ბრალდების კონკრეტული მტკიცებულებები.