თელავის რაიონის სოფელ წინანდალში 21 წლის გიგა გემაზაშვილი და შოთიკო ბატიაშვილი მოკლეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს წინანდლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა აჩიკო მეგუთნიშვილმა განუცხადა, მკვლელობა ღამის პირველ საათზე მოხდა.
მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება გახდა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. სამართალდამცავებს მკვლელობაში ბრალდებული ჯერ არ დაუკავებიათ.