დაკავებული ფოტოგრაფების აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო იმსჯელებს. მათ საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს და გამოძიების დეტალებს შს სამინისტრო არ ახმაურებს.
დეტალებზე არ საუბრობენ ადვოკატები.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯერ ჯერობით არც დაკავებულთა დაკითხვა დაწყებულა.
მათ ბრალი ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისათვის ინფორმაციის მიწოდებაში ედებათ. ფოტოკორესპოდენტები - ზურაბ ქურციკიძე, გია აბდალაძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები გუშინ გამთენიისას საკუთარ სახლებში აიყვანეს. ისინი ჯაშუშობის ბრალდებით კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.
საქმის განსაკუთრებით გასაიდუმლოების გამო ამ დრომდე უცნობია ბრალდების კონკრეტული მტკიცებულებები.