საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე მშრალ შიმშილობას აგრძელებს. განცხადება ამის შესახებ მისმა ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა გააკეთა.
"გიორგი აბდალაძე მშრალ შიმშილობას აგრძელებს და ის აღშფოთებულია ამ კონკრეტული ფაქტით. დაკავებული ასევე აცხადებს, რომ თავისი სახელმწიფოსა და სამშობლოს წინააღმდეგ მას მას არასოდეს არავითარ ქმედებები არ ჩაუდენია", _ აცხადებს გიორგი აბდალაძის ადვოკატი და დასძენს, რომ ვინაიდან საქმე საიდუმლოა აქედან გამომდინარე შესაძლოა დახურული პროცესები ჩატარდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ ბრალი ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისათვის ინფორმაციის მიწოდებაში ედებათ. ფოტოკორესპოდენტები - ზურაბ ქურციკიძე, გია აბდალაძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები გუშინ გამთენიისას საკუთარ სახლებში აიყვანეს ბინები კი გაჩხრიკეს. ისინი ჯაშუშობის ბრალდებით კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. საქმის განსაკუთრებით გასაიდუმლოების გამო ამ დრომდე უცნობია ბრალდების კონკრეტული მტკიცებულებები.