"მოდულის" შენობაში მყოფი დაკავებული ფოტოკორესპოდენტებიდან ერთ-ერთმა გია აბდალაძემ პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" "ალია ჰოლდინგის" რედაქტორმა დიმიტრი ტიკარაძემ განუცხადა.
"აბდალაძე არის ჩვენი თანამშრომელი. ჩვენი ჰოლდინგის ადვოკატებმა ის მოინახულეს. აბდალაძემ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა, რადგან მან არც კი იცის თუ რაში ედება ბრალი.
გავრცელებული ინფორმაციით, მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის I ნაწილით, მაგრამ არავინ არ ამბობს თუ რაში გამოიხატება ეს", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ტიკარაძემ.
მისივე თქმით, აბდალაძე მიმართავს ჟურნალისტებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ სოლიდარობა გამოუცხადონ და მხარი დაუჭირონ მას.