დაკავებული ფოტორეპორტიორებიდან ერთ-ერთის გია აბდულაძის ადვოკატის რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, დაკავებული ფოტოკორესპონდენტების საქმეს გრიფი საიდუმლო დაედო.
მისი თქმით, მან ხელი მოაწერა ოქმს იმის შესახებ, რომ საქმეს უკვე დაედო გრიფი "საიდუმლო". ადვოკატის თქმით, მან აბდალაძესთან შეხვედრა ვერ შეძლო.
სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა ანდა გამოძალვა ან გატაცება მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.