დიდი ოდენობით პროდუქციაზე გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს მოქალაქეები: ლადო ხახუტაიშვილი და გოჩა იმნაძე - დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა ერთ-ერთ მოქალაქეს დაუმზადეს და გადასცეს ინდმწეარმე „კახაბერ სალუქვაძის" სახელზე გამოწერილი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და 66 ცალი შესაბამისი ზედნადები. ფიქტიური დოკუმენტაცია 15000 ლარის სამშენებლო ბალასტის შესყიდვაზე დამზადდა. ხახუტაიშვილმა და გ. იმნაძემ უსაქონლო ოპერაციის ჩატარებაში 6000 ლარი აიღეს.
სამართლადმაცველებმა ბრალდებულები უშუალოდ ფაქტზე დააკავეს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.