„ასოშიეტიდ პრესის" ფოტორეპორტიორმა შახ აივაზოვმა მოდულის ტერიტორია დატოვა. აივაზოვი გვიან ღამით დააკავეს სამართალდამცველებმა და „მოდულში" გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა კიდევ ოთხი რეპორტიორი დააკავეს: საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი გია აბდალაძე, „ევროპის პრესფოტო სააგენტოს" ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე ნათია გედენიძე.