ფოტორეპორტიორ გია აბდალაძეს სამართალდამცველები ჯაშუშობაში სდებენ ბრალს. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს" აბდალაძის სიდედრმა განუცხადა.
მისივე თქმით, ოჯახის ყველა წევრს სამართალდამცველებმა ტელეფონები წაართვეს.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი მისი ცოლი და სხვა ფოტორეპორტიორები.