ჯაშუშების თემა საქართველოსთვის მხილებაა რუსეთისთვის კი სკანდალი. ასეთი აზრი გამოთქვა საქართველოს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა რადიოსადგურ "ეხო მოსკვის", _ თვის მიცემულ ინტერვიუში. მისივე თქმით, როდესაც საქართველოში ჯაშუშებს აკავებენ, ის აბსოლუტურად მშვიდად უდგება ამ ამბავს, ვინაიდან ეს მოწმობს იმას, რომ კონტრდაზვერვა ეფექტურად მუშაობს.
ამასთან, ერთად საქართველოს შს მინისტრი ასევე აცხადება, რომ იგი პირადად ადევნებს თვალს ტერორისტებთან და ჯაშუშებთან დაკავშირებულ საქმეებს. მინისტრი ასევე აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის ყველა ჯაშუში დაკავებული არ არის.
"მინდა გითხრათ, რომ რუსეთის ყველა ჯაშუში და აგენტი დაკავებული არ არის, კიდევ დარჩა რამდენიმე რომლებსაც ჩვენ თვალს ვადევნებთ. ვაკვირდებით მათ გეგმებს და მოქმედებებს. კმაყოფილი ვარ ჩვენი დაზვერვს მუშაობით", _ აცხადებს მერაბიშვილი და აღნიშნავს, რომ რუს ჯაშუშებს გაურთულდათ მუშაობა საქართველოში, მათ ნაკლები მანევრირების საშუალება დარჩათ და ეს იმის გამო, მოხდა რომ საქართველომ მათ ინფორმაციის მიღების მრავალი არხი გადაუკეტა.
"უბრალოდ რუსეთი მიეჩვია, რომ ყოფილი დსთ-ს სივრცე მისი ტერიტორიაა სადაც მას შეუძლია თავისუფლად და დაუსჯელად იმოქმედოს. ისინი არასერიოზულად იყვნენ განწყობილნი საქართველოს სპეცსამსახურების მიმართ და არ მოელოდნენ, რომ მათ შეეძლოთ მათი ფსიქოლოგიური, ტექნიკური და პროფესიონალური გამოაშკარავება", _ აცხადებს მერაბიშვილი.
საქართველოს შს მინისტრი ინტერვიუში ასევე აცხადებს, რომ რუსული ჯაშუშური გავლენა საქართველოზე ამჟამად მინიმალურია.
"ხელშესახებ შედეგს ჩვენ გასულ წელს მივაღწიეთ, როდესაც "გრუ"-ში ჩვენი აგენტი ჩავნერგეთ. ამ ადამიანის სყალობით ჩვენ ხელში ჩაგვივარდა არა მხოლოდ მოქმედების სქემები, არამედ კოდები და შიფრები, იმ ფაილების გასახსნელად, რომლებიც გადაიცემოდა. ამან საშუალება მოგვცა გაგვეხსნა ძალიან დიდი ქსელი, რომელიც მოქმედებდა", _ აცხადებს მინისტრი.