სამართალდამცველებმა დღეს დილით პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე დააკავეს. "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით ასევე დაკავებულია ირაკლი გედენიძის მეუღლე ნათია გედენიძეც. ასევე დაკავებულები არიან რამდენი ფოტორეპორტიორი.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან ფოტორეპორტიორები ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე და სხვა ფოტორეპორტიორები.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გიორგი აბდალაძის მეუღლემ ნესტან ნეიძემ განუცხადა, წუხელ 3 საათისთვის მათთან სახლში მივიდნენ სამართალდამცავები და ჩაატარეს ჩხრეკა.
"მათ წაიღეს ოჯახის ყველა წევრის მობილური ტელეფონები, და კომპიუტერები", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ნესტან ნეიძემ.
ნეიძე ვერ აკონრეტებს მისი მეუღლის დაკავების მიზეზს.
ამ ეტაპზე დაკავებულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.
არსებული ინფორმაციით, ისინი მოდულის შენობაში არიან გადაყვანილები.