გორის მე-3 საჯარო სკოლის ყოფილ შენობაში სარემონტო სამუშაოს დროს ხელოსნებმა ორი ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა აღმოაჩინეს. ამ ფაქტის შესახებ მათ დაუყოვნებლივ შეატყობინეს საპატრულო პოლიციას.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და გამნაღმველთა ჯგუფი. დათვალიერებისას გაირკვა, რომ ხელყუმბარები სასწავლო იყო და სავარაუდოდ, სასკოლო ინვენტარის გადატანის შემდეგ დარჩა ადგილზე.