რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაიარაღების ახალი პროგრამა საფრთხის ქვეშ იმყოფება, ვინაიდან "გოსობორონექსპორტის" შეკვეთა 2011 წლისათვის "უკვე ჩავარდნილია" და იგი "ვერ შესრულდება". ეს განცხადება "კომერსანტთან" საუბარში მოსკოვის თბოტექნოლოგიის ინსტიტუტის გენერალურმა კონსტრუქტორმა, "ბულავის" შემქნელმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა იური სოლომონოვმა გააკეთა.
კითხვაზე კასუხის გაცემისას, როგორ იქნება შესრულებული 2020 წლამდე შეიარაღების სახელმწიფო პროგრამა, სოლომონოვმა განაცხადა, რომ ახლანდელი პროგრამა (2007-2-15) შესრულებული არ არის გასაგები მიზეზების გამო: გეგმით გათალისწინებული დაფინანსების სინამიკა მის ხუთწლიანი ხარჯების დაფარვას ითვალისწინებდა.
"და ყველაფერი ეს "წარმატებით დასრულდა, როდესაც 2010 წელს უკვე ახალი პროგრამა დაწერეს უკვე 2020 წლამდე. იქიდან რაც დღეს ხდება, შესაძლოა აბსოლუტური დარწმუნებით დავასკვნათ, რომ ამ პროგრამას იგივე ბედი ელის რაც წინას", _ აცხადებს სოლომონოვი და აღნიშნავს,: - "შედეგი უკვე პირველივე წელს ჩანს: 2011 წლის სახელმწიფო შეკვეთა უკვე ჩავადნილია და იგი უკვე ვეღარ შესრულდება. იმის გამო, რომ დღეისათვის არც ერთი კონტრაქტი არ არსებობს. ასეთი რამ უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში არ მომხდარა", _ აცხადებს იური სოლომონოვი.