ფალსიფიცირებული სასმელების დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული არიან საქართველოს მოქალაქეები: ზოია გაბრიჭიძე, ნუკრი კაპანაძე, კორნელი დანელია, გოჩა ნადირაშვილი და ემზარ კვარაცხელია.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ზოია გაბრიჭიძე ოჯახურ პირობებში კუსტარულად ჩვეულებრივი სპირტისა, არომატიზატორებისა და შესაფერედებელი ფხვნილების გამოყენებით ცნობილი ბრენდების მეორად ბოთლებში ფალსიფიცირებულ მაღალალკოჰოლურ სასმელებს ასხამდა. აღნიშნული ჯგუფის სხვა წევრები კი ქ. თბილისში სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ჯიხურებში ძვირადღირებული ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციას ახორციელებდნენ.
ფალსიფიცირებულ სასმელებს შორის იყო სხვადასხვა დასახელების კონიაკები, ლიქიორები და ვისკები: „ჯეკ დენიელსი","ჩივას რეგალი", „რედ ლებელი", „ბლექ ლებელი", „ჰენესი", „ჰონ კლასიკი", „გლენდრონახი", არაყი "ფინლანდია" და სხვა.
წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით მიმიდნარეობს.