ინგუშეთში ამჟამად ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებსა და პოლიციას შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ცეცხლის გახსნის შედეგად დაღუპულია ერთი სამართალდამცავი და ერთი ჩრდილოკავკასიელი მებრძოლი. ასევე დაჭრილია ერთი პოლიციელი.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავეი ტყიან მასივში ხუთი ჩრდილოკავკასიელი მებრძოლისგან შემდგარ ჯგუფს წააწყდნენ. ამჟამად მთ შორის ბრძოლა მიმდინარეობს.