პარლამენტის კანცელარიის კომპიუტერის დაზიანებისთვის 76 წლის ელბერდ მარტიაშვილი საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურში გადაიყვანეს.
როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდება, თუმცა მარტიაშვილისთვის სანქციების დაკისრებაზე საუბარი უჭირთ.
აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიციამ დანაშაულის იარაღი - ჩაქუჩი ამოიღო და საგამოძიებო სამსახურში გადაიტანა.
დაკავებულს საპატრულო პოლიციისთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია და იმედი გამოთქვა, რომ საპატრულო პოლიციაში ასაღები თანხის საკითხის გარკვევას შესძლებს.
მარტიაშვილის თქმით, 5 წლის წინ ტვ-ლოტოში 57 ათასს 500 ლარი მოიგო, თუმცა თანხა არ მისცეს. იგი თანხას დღემდე ითხოვს და პარლამენტშიც სწორედ ამ მიზნით მივიდა. თუმცა მარტიაშვილი იმასაც აცხადებს, რომ მას მოგებული ბილეთი არა აქვს.