საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის N 3 სამმართველოს (წითელი ხიდი) ტერიტორიაზე, N 9 სასაზღვრო სექტორის (ვახტანგისი) სახელმწიფო საზღვრის დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის და კონტრაბანდული ტვირთის გადატანის მცდელობის ფაქტზე, დააკავეს საქართველოს მოქალაქე მუსა მუსაევი და პირი, რომელსაც არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი.
მისი განმარტებით იგი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე იაშარ კაჯაევია.
დაკავებისას მათ წინააღმდეგობა გასწიეს და სცადეს გაქცევა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო წინასწარი გამოძიება.