საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ პარასკევს გამართულ სხდომაზე საკაბელო ოპერატორი, ინდ. მეწარმე "ზურაბ მამუკელაშვილი" იგივე „ატენი TV" დააჯარიმა.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას საკუთარ საკაბელო ქსელში ყოველგვარი უფლების გარეშე შემდეგი არხები ჰქონდა გაშვებული: „ტელეიმედი", „Deutshe Welle" და "TV 5 MONDE".
საქართველოს კომუნიკცაიების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე კომპანიის წამომადგენელმა არხ "ტელეიმედის" რეტრანსლირების ნებართვის წარმოედგნა შეძლო. რაც შეეხება, უცხოურ არხებს კომისიამ ინდ. მეწარმე "ზურაბ მამუკელაშვილს" შესაბამისი ნებართვების მოპოვებამდე „Deutshe Welle-ს" და "TV 5 MONDE-ს" არამართლზომიერი რეტრანსლირების შეწყვეტა დაავალა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ინდ. მეწარმე "ზურაბ მამუკელაშვილის" სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიას 3000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევს.