რესპოდენტის შესახებ
ე. წ. ვირტუალური მობილური ოპერატორი საქართველოში, კომპანია „გლობალსელი", მზარდი გაყიდვების ფონზე მომსახურეობის კიდევ უფრო დახვეწასა და გამარტივებას ცდილობს. „გლობალსელის" ინფორმაციით, დღეისათვის მათი უნიკალური სერვისით საქართველოში 5000-ზე მეტი აბონენტი სარგებლობს.
"გლობალსელი" საქართველოს ტერიტორიაზე ესტონური მობილური ოპერატორის პარტნიორი კომპანიაა. შესაბამისად, მის აბონენტებს სატელეკომუნიკაციო მომსახურებას უწევს პარტნიორი ესტონური კომპანია, რომელიც მუშაობს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, როუმინგის პრინციპით. ქართულ ბაზარზე „გლობალსელის" სიმბარათები 2009 წელს შემოვიდა.
"გლობალსელის" აბონენტი სარგებლობს მთელი რიგი უპირატესობებით: ევროპული ნომერი (ერთი ნომერი მსოფლიოს 188 ქვეყანაში); როუმინგის ავტომატური, უფასო აქტივაცია; ყველა მობილური სერვისის უფასო, ავტომატური აქტივაცია; უფასო შემომავალი ზარები - მსოფლიოს 74 + ქვეყანაში; იაფი გამავალი ზარები მხოლოდ დამხოლოდ 29$ ცენტიდან; უწყვეტი კავშირი და ხარისხი მთელ მსოფლიოში; წლების განმავლობაში აქტიური სიმბარათი (იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ბალანსი=0); რეგისტრაციის მარტივი ფორმა; კურიერის მომსახურება; ბალანსის შევსება შინიდან გაუსვლელად, ინტერნეტით, საიტიდან www.globalcell.ge www.ipay.ge www.mypay.ge.
"გლობალსელის" აბონენტებს არ აქვთ ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი. ნომერი არ უქმდება და არ იყიდება გამოუყენებლობის შემთხვევაში. დაუხარჯავი თანხა არ იყინება ანგარიშზე, ინახება წლების განმავლობაში, შემდგომ გამოყენებამდე.
თუ რა გეგმები აქვს კომპანია "გლობალსელს" და სამამოვლად რა ახალი პროდუქტების გამოტანას გეგმავს ბაზარზე, ამასტან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" "გლობასელის" ხელმძღვანელს, გიორგი ზვიადაძეს დაუკავშირდა.
- რამდენად იზრდება საქართველოში „გლობალსელის" სერვისზე მოთხოვნა?
- „გლობალსელი" არის კომპანია, რომელიც ყიდის საერთაშორისო როუმინგულ სიმბარათებს ძალიან იაფი ტარიფებით ზარებსა და მობილურ ინტერნეტზე. შესაბამისად, მოთხოვნა ჩვენს პროდუქტზე გასულ წელთან შედარებით, ცხადია, იზრდება, რადგან, ერთი მხრივ, ჩვენს ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობისა და მათი შემოსავლის მატება იწვევს მათ სურვილს - ესტუმრონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას ტურისტულად და/ან ბიზნეს ინტერესებით, მეორე მხრივ, ჩვენი ქვეყანა ბევრად უფრო მიმზიდველია საინვესტიციო კუთხით და უცხოელი ინვესტორების საქმიანობის გაფართოება საქართველოში განაპირობებს მათთან დასაქმებული ქართველების მივლინებებს პარტნიორ ქვეყნებში. ამასთან, ჩვენი პროდუქტი განსაკუთრებით მომხიბლავია ყველა ტურისტისათვის, რადგან იმოგზაურო მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანაში, გქონდეს 1 ევროპული ნომერი (ესტონური ინდექსით) და მიიღო სრულიად უფასოდ ზარები 80-მდე ქვეყანაში ყოფნისას, ნამდვილად არის შემოთავაზება, რაზედაც უარის თქმა გაუმართლებელია. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა, რომ დღეისათვის ჩვენი სერვისით 7000-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი სარგებლობს და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება, რაც ჩვენთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა.
- კომერციული ბანკებიდან თქვენ ამ დროისათვის მხოლოდ "ქართუ ბანკთან" თანამშროლობთ. აბონენტთა გაზრდის მიზნით ხომ არ გეგმავთ ანალოგიურ თანამშრომლობას სხვა ბანკებთანაც?
- „გლობალსელი" თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა ბანკთან სხვადასხვა კუთხით, მაგალითად, ჩვენს სიმბარათზე ბალანსის შევსება შესაძლებელია 10-ზე მეტი ბანკის საშუალებით. ჩვენი ანგარიში გახსნილია „საქართველოს ბანკში" და მათთან თანამშრომლობა ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს. რაც შეეხება „ბანკი ქართუს", ის უზრუნველყოფს ჩვენი საიტიდან www.globalcell.ge სიმბარათებისა და ჩვენივე ბრენდის მობილური ტელეფონების რეალიზაციას, ასევე სიმბარათზე ბალანსის შევსების მომსახურებას e-commerce პლატფორმით VISA და MASTERCARD ბარათების გამოყენებით. მოლაპარაკება მიმდინარეობს არაერთ ბანკთან. ჩვენი სურვილი საბანკო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობისა, დასტურდება სპეციალური - მათი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებით მომგებიანი შეთავაზებებით, ყველა კომერციული ბანკისადმი საქართველოში.
- აბონენტების რაოდენობა იზრდება და სამომავლოდაც ელოდებით ზრდას, ასეთ ფონზე ახალი სერვისების შეთავაზებას თუ აპირებთ კლიენტებისთვის?
- ძალიან საინტერესო შეკითხვაა, დიდი მადლობა. ჩვენი კომპანია ამაყობს, რომ აქვს უნიკალური სერვისები საქართველოს ბაზარზე, რომელთაგან გამოვყოფ მაგალითად „პირადი პროფილს", ეს მომსახურება ჩვენს აბონენტებს აძლევს საშუალებას, ქართულ ენაზე, დაცულ რეჟიმში, ინტერნეტის საშუალებით, თავად შეამოწმონ საკუთარი ნომრის დეტალური ამონაწერი, სიმბარათის ბალანსი და გადახდების ისტორია, ჩართონ და გამორთონ დამატებითი მომსახურებები (მობილური ინტერნეტი, ხმოვანი ფოსტა), ასევე აღსანიშნავია სერვისი „გლობალ-კურიერი", რაც ჩვენი პროდუქტით დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას, შეგვიკვეთოს სიმბარათი დღე-ღამის ნებისმიერ დროს, 24-საათიან სატელეფონო ცენტრში, ნომერზე +99532 2420200 და DHL-ის პროფესიონალი კურიერი მიართმევს ნომერს სასურველ მისამართზე სამუშაო საათებში. პროექტი ხორციელდება ექსკლუზიური თანამშრომლობით DHL city express-სთან. გარდა აღნიშნულია, ცხადია, არსებობს ბევრი სხვა მომსახურება, რომლებიც მარტივად, დეტალურად და ყველასთვის გასაგებადაა აღწერილი ჩვენს საიტზე www.globalcell.ge მენიუს განყოფილებაში „სერვისები".
- კონკურენციის ფონზე, ხომ არაა მოსალოდნელი თქვენს სერვისებზე ფასების კორექტირება, ან სეზონურად გარკვეულ ქვეყნების მიმართულებით რაიმე სახის აქციები?
- ხშირად გვეკითხებიან კონკურენციის შესახებ. ცხადია, ეს კითხვა ბუნებრივად ჩნდება, როდესაც გაიგებენ, რამდენად დახვეწილი, მაღალხარისხიანი და იაფი პროდუქტი გვაქვს. ჩვენი კომპანიის ხედვა ბიზნესისადმი ასეთია: ჩვენ ვაძლევთ მომხმარებელს საშუალებას, კომფორტულად და მინიმალური დანახარჯებით საერთაშორისო როუმინგულ მომსახურებაზე, მიიღოს მაქსიმალური სიმშვიდე მთელ მსოფლიოში მოგზაურობისას. შესაბამისად, ჩვენი კონკურენტი მხოლოდ ის კომპანიაა, რომელიც მსგავს პროდუქტს ანუ საერთაშორისო როუმინგულ სიმბარათს ყიდის საქართველოს ტერიტორიაზე და ჩვენი მსგავსი ხედვა აქვს ბიზნესისადმი. საბოლოოდ კი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იღებენ სარგებელს, რაც ძალიან გვახარებს და აქედან გამომდინარე, კონკურენცია გვაძლევს სტიმულს, უფრო დავხვეწოთ, გავამარტივოთ და გავზარდოთ კომფორტი მომსახურებაში, განვავითაროთ ჩვენი საქმიანობა, სარგებელი მოვუტანოთ ხალხსა და ქვეყანას.