ხარაგაულის რაიონში სოფელ მარელისთან სატვირთო ელმავალი ლიანდაგიდან გადავარდა. შემთხვევა წუხელ მოხდა. ინციდენტის შედეგად ვაგონებს, რომლებიც ბენზინით იყო დატვირთული, ცეცხლი მოედო. ხანძარი გაჩნდა ასევე სოფლის რკინიგზის სადგურის შენობაშიც.
მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით წუხელვე მოხდა სადგურის ახლომდებარე სახლებიდან მოსახლეობის გაყვანა.
ადგილზე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის სამაშველო ბრიგადები გვიან ღამემდე მუშაობდნენ. შექმნილი სიტუაციის გამო ზესტაფონი-ხარაგაულის სარკინიგზო მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებული იყო, თუმცა ის დილით უკვე აღდგა.
მომხდარის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.