რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოდან ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით შეიარაღებული ბოევიკების გადასვლის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" სამხრეთის რეგიონალური სასაზღვრო სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს.
"ინფორმაცია საქართველოდან, კერძოდ, პანკისის ხეობიდან ჩრდილო კავკასიაში ბოევიკების გადასვლასთან დაკავშირებით არ დასტურდება",_ განაცხადა პრესსამსახურის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, მესაზღვრეები დაკისრებულ ამოცანებს ასრულებენ და ჩრდილოკავკასიის საზღვარს იცავენ.