ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა რძლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გოჩა ლაფაჩმა ძმის ცოლს -თამარ ბადალიანს ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, მუცლისა და ყელის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული შემთხვევიდან მეორე დღეს დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-15 წლამდე.