ალიანსთან ერთად რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შექმნის შემთხვევაშიც კი რუსეთი არ აპირებს თავის მმართველობის ქვეშ მყოფ პუნქტებზე ნატოელი სამხედროების დაშვებას. ეს განცხადება ნატოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა დიმიტრი როგოზინმა გააკეთა.
"ასე არ მოხდება, რომ ვინმემ ვინმე მიუშვას იმ ვირტუალურ "წითელ ღილაკამდე", რომლის შესახებაც ძალიან უყვართ საუბარი მედიაში. ეს შეუძლებელია", - აცხადებს როგოზინი.
"ჩვენ არავითარ კონტროლზე არ დავაყენებთ ჩვენს სტრატეგიულ ბირთვულ ძალებს და საჰაერო-კოსმოსურ თავდაცვას. ისინი ყოველთვის იქნებიან რუსეთის სუვერენული ნაციონალური კონტროლის ქვეშ", -განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები