საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ კადეტები მოინახულა და საველე სწავლებას დაესწრო. სამხედრო ლიცეუმის მსმენელები პრაქტიკულ საველე მომზადებას 19 ივნისიდან გადიან. სწავლების დასრულებასთან ერთად სასწავლო წელიც დაიხურება და სტუდენტებს საზაფხულო არდადეგები დაეწყებათ. კადეტებისთვის ეს პირველი საველე სწავლებაა.
წარმატებულმა მსმენელებმა თეორიული ცოდნა პრაქტიკული საველე სწავლებით განიმტკიცეს. ორი კვირის განმავლობაში სამხედრო ლიცეუმის მსმენელები ფიზიკურ მომზადებასთან ერთად ტაქტიკურ, საცეცხლე, საინჟინრო და სამედიცინო მომზადებას გადიოდნენ. მათ ასევე შეისწავლეს კავშირგაბმულობა, სამხედრო ტოპოგრაფია და საჯარისო წესდებები.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა ფუნქციონირება მიმდინარე სასწავლო წლის
დასაწყისში, 2010 წლის 13 სექტემბერს დაიწყო.