საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო განვითარების სამსახურის უფროსი გურამ ვერულიძე.
გამოძიებით დადგინდა, რომ სატენდერო კომისიის წევრი. გურამ ვერულიძე, ტენდერში გამარჯვებული მეწარმეებისაგან რეგულარულად იღებდა ქრთამს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში გურამ ვერულიძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ერთ-ერთი ტენდერის გამარჯვებული კომპანიის წარმომადგნელეთან შევიდა კორუფციულ გარიგებაში და ქრთამად ფულადი თანხის, ე.წ. „ატკატის" მიღების შემდეგ, მეწარმესთან შემდგომში არაერთი მსგავსი უკანონო შემოსავლის მიღების სქემა შეიმუშავა.
სქემის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯზე ვერულიძეს სისტემატიურად უნდა მიეღო თავის წილად ე.წ. „ატკატები". აღნიშული თავისთავად შეამცირებდა საკურორტე ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების ოდენობას, რაც ბუნებრივია ასახვას პოვებდა აჭარის რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოების ხარისხზე. შესაბამისადვე შემცირდებოდა სახელმწიფო სახსრებით აშენებული ობიექტის ვარგისიანობაც და სარგებლობის ვადაც.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების ვიანობას ძიება დაადგენს.