ასოციაცია "სამართალი და თავისუფლების" ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი ჯარში ე.წ. "დედოვშჩინას" დამკვიდრების საფრთხეზე საუბრობს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თავად სესიაშვილმა განუცხადა, საუბარია თავდაცვის სამინისტროს მიერ მიღებულ ახალ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც მას თავად სამხედროებმა აცნობეს და რითაც ისინი უკმაყოფილონი არიან.
"ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა მოჰყვეს სერიოზული კონფლიქტი ჯარისკაცებს შორის და ე.წ. "დედოვშჩინას" აღორძინებას შეუწყოს ხელი", - განმარტა სესიაშვილმა.
კონკრეტულად რას გულისხმობს ბაჩო ახალაიას უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, აღნიშნულთან დაკავშირებით ასოციაცია საგანგებო განცხადებას დღეს, 30 ივნისს, 11:00 საათზე გაავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები