დღეს, 30 ივნისს, 12:00 საათზე, მთავარ პროკურატურაში წარმატებული პრაქტიკისთვის სტუდენტებს სერთიფიკატები გადაეცემათ. მომავალ იურისტებს კურსის დასრულებას მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე მიულოცავს და მათ შესაბამის სიგელებს გადასცემს.
სამთვიანი პრაქტიკა მთავარ პროკურატურაში კონკურსის წესით შერჩეულმა 25-მა სტუდენტმა გაიარა. უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს პროკურატურაში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა წელს პირველად მიეცათ.