სამართალდამცველებმა ქრთამის აღების ბრალდებით სოფელ მეჯვრისხევის გამგებელი დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძოებო სამსახურის ინფორმაციით, ხვიჩა ცარიელაშვილმა მეორადი მასალების რეალიზაციის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები დაამზადა და ამისთვის თანასოფლელს 1 400 ლარი გამოსძახა.
საქმეზე დაკავებულია კიდევ ერთი პიროვნება - ნუგზარ ხარხელი, რომლის მეშვეობითაც მეჯვრისხევის გამგებელი სოფლის ერთ-ერთ მაცხოვრებელს დაუკავშირდა.
დაკავებულებმა დანაშაული უკვე აღიარეს. მათ თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთა ემუქრებათ.