თურქეთში სამართალდამცველებმა 21 ქართველი დააკავეს
"უკანონო მუშა" - ასე დაარქვეს თურქმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაციას, რომელიც ანკარასთან ახლოს ჩატარდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, 21-ვე ქართველი არალეგალი იყო.
მათთან ერთად, დაკავებულია სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე მოქალაქე. ისინი, ძირითადად, საბუთებისა და შრომითი ხელშეკრულებების გარეშე მუშაობდნენ.
არალეგალები ქალაქ ყაზრანში მუშაობდნენ.
დაკავებულების შესახებ სხვა ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.