თავდაცვის სამინისტრო უწყებაში მიმდინარე რეფორმების პრეზენტაციას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ახალაიას უწყებიდან აცნობეს, სამინისტრო მიმდინარე რეფორმების შესახებ ანგარიშს ექსპერტებს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს წარუდგენს.
განხილვა გასვლითი კონფერენციის ფარგლებში, გუდაურში ეწყობა. ის სამდღიანია - გუშინ დაიწყო და ხვალ დასრულდება.