19 წლის მოზარდს ფეხმძიმე შეყვარებულის მკვლელობისთვის 16-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
ზაზა ბედოშვილის წინააღმდეგ თელავის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ გამოიტანა.
განაჩენის მიხედვით, 19 წლის მოზარდმა 16 წლის შეყვარებული, რომელიც მისგან ბავშვს ელოდებოდა, საკუთარ მანქანაში მოახრჩო.
გარდაცვლილი ციცინი ჭიტაიშვილის ოჯახის წევრები განაჩენით უკმაყოფილოები არიან და ამბობენ, რომ ის კიდევ უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო.
მკვლელობა კახეთში შარშან მოხდა.