პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭოები დღეს მორიგ შეხვედრას გამართავენ.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს, საბჭოები მსაჯვრდებულთა განაცხადების განხილვას 30 ივნისს დაასრულებენ. ამის შემდეგ პატიმართა საქმეებს ზეპირ მოსმენაზე გაიტანენ.
შეგახსენებთ, რომ ზეპირ მოსმენაზე იმ პირთა საქმეები გადის, რომელიც შესაძლებელია დაექვემდებაროს ვადაზე ადრე გათავისუფლებას.