დაღესტანში ბუინაკის რაიონში ელექტროგადამცემი ხაზის „ირგანაი-მახაჩკალა" საყრდენი ბოძი ააფეთქეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ენერგეტიკოსები აფეთქების შედეგად მიყენებულ ზარალს 3 მილიონ რუბლად აფასებენ. სავარაუდოდ, აფეთქების სიმძლავრემ 10 კილოგრამი ტროტილის ექვივალენტი შეადგინა.