ბელორუსში პოლოცკის სასაზღვრო დანაყოფის თანამშრომლებმა ბოლო ორ კვირაში უკვე მეორედ დააკავეს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არალეგალური გზით ლატვიაში გადასვლას გეგმავდნენ.
"ბელორუსსკიე ნოვისტის" ინფორმაციით, საქართველოს დაკავებული მოქალაქეები 1954, 1972, 1982 და 1987 წელს არიან დაბადებულნი. მათთან ერთად ასევე დაკავებულნი არიან ბელორუსის მოქალაქეები, რომლებიც მათ უწყობდნენ ხელს.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში სამუშაოსა და უკეთესი ცხოვრების საძიებლად მიემართებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვის შუა რიცხვებში ბელორუსის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისათვის ასევე დააკავეს საქართველოს ოთხი მოქალაქე.