ქსნის № 15 დაწესებულებაში ვიდეოპაემანი ამოქმედდა. ვიდეოპაემნის უფლების მქონე პირთა წრე შეუზღუდავია, მისი ხანგრძლივობა 15 წუთით განისაზღვრება, სერვისით სარგებლობა თვეში სამჯერ არის შესაძლებელი.
პირველი ვიდეოპაემანი ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ და მისმა მოადგილემ ეკა ხერხეულიძემ განახორციელეს და მსჯავრდებულებს თბილისის პრობაციის ბიუროდან გაესაუბრნენ.
აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულის თანხმობის საფუძველზე ვიდეოპაემნით მასთან დაკავშირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამგვარი დამატებითი პაემანი, როგორც მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას, ასევე პენიტენციური სისტემის კიდევ მეტ გამჭირვალობას უწყობს ხელს.
ვიდეოპაემნისთვის საჭირო აპარატურა ეტაპობრივად სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებებში განთავსდება. ახლობლებს კი მსჯავრდებულებთან ურთიერთობა პრობაციის ბიუროებიდან შეეძლებათ.
ვიდეოპაემანი უკვე ფუნქციონირებს არასრულწლოვანთა დაწესებულებაში.
აღნიშნული სერვისი სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებებში ეტაპობრივად დაინერგება.